ავტობაზა არის ინოვაციური სტარტაპი, რომლის მიზანია ავტომფლობელებს გაუმარტივოს ავტონაწილების მოძიების და შესყიდვის დამღლელი პროცესი. ჩვენს ბაზაში გაერთიანებულია ახალი და მეორადი ავტონაწილების 2000-ზე მეტი მომწოდებელი, რაც საშუალებას გვაძლევს საქართველოში მყოფ მომხმარებელს შევთავაზოთ ავტომობილებისთვის საჭირო ავტონაწილების სრული უმრავლესობა.
ჩვენთან დაკავშირების შემდეგ მომხმარებელი იღებს ინფორმაციას ავტონაწილის მდგომარეობის, ხარისხის, მწარმოებელის შესახებ. ბაზაში გაერთიანებულია ახალი და მეორადი ნაწილები, როგორც ბიუჯეტურ არაორიგინალ ბრენდებში,ასევე ორიგინალი ხარისხის ბრენდებში როგორებიც არიან FEBB, BILSTEIN, BREMBO, KAYABA, BOSCH, DAYCO და ა.შ.
მეორადი ნაწილების შემთხვევაში ნაწილები გაყიდვამდე მაქსიმალური სიფრთხილით მოწმდება ჩვენი ექსპერტების მიერ, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ნაწილის შემდგომ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარვეზები. მიუხედავად ამისა, თითოეულ გაყიდულ ნაწილზე ვრცელდება კლიენტთან შეთანხმებული გონივრული გარანტია. შეძენილ ნაწილს მომხმარებელი მიიღებს სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ავტობაზა არის განვითარებადი სტარტაპი, რომლის მთავარი მარკეტინგი არის კარგად შესრულებული სამუშაო და კმაყოფილი მომხმარებელი. დაარსების დღიდან ჩვენმა გუნდმა შეასრულა 5000-ზე მეტი შეკვეთა.
✓ შესრულებული შეკვეთები 5000+
✓ მომხმარებელი რომელმაც 2-ჯერ ან მეტჯერ ისარგებლა ჩვენი მომსახურებით 73%
✓ შეკვეთები ავტოსერვისიდან 42%
✓ შეკვეთები რეგიონებიდან 46%
©Copyright 2023. ყველა უფლება დაცულია.